სასარგებლო და შედეგიანი | ბურჯანაძემ ობრადარიოს 13 ქულა ჩაუგდო
Aa
Aa

სასარგებლო და შედეგიანი | ბურჯანაძემ ობრადარიოს 13 ქულა ჩაუგდო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა. შედგა ბექა ბურჯანაძის ბეტისისა და  ობრადარიოს შეხვედრა შედგა. მასპინძლები ანგარიშით - 76-87 დამარცხდნენ.

ბურჯანაძე შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან გამოჩნდა და საბოლოო ჯამში, პარკეტზე  22 წუთი გაატარა, რაც სრულებით საკმარისი აღმოჩნდა 13 ქულის (6-დან 4 ორქულიანი, 7-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნისა და თითო პასი-დაფარებისთვის.

ბექა საკუთარი გუნდის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო  და სარგებლიანობის კოეფიციენტით (20) მხოლოდ ევანსს (27) ჩამორჩა.

7 ტურის შემდეგ, ბეტისს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს.

ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს, ვალენსიას წინააღმდეგ გამართავს.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები