ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "კლასიკოსთვის ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად ვემზადებით"

კვირას, 24 ოქტომბერს სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ გაიმართება. „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩი 18:15 საათზე დაიწყება.

შეხვედრამდე „სამეფო კლუბის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ პრესასთან ისაუბრა:

„ეს განსაკუთრებული მატჩია. ყველა ქვეყანას აქვს განსაკუთრებული დაპირისპირებები, მაგალითად, ინტერ - მილანი, ჩელსი - ტოტენჰემი, ბაიერნი - დორტმუნდი.

კლასიკო ესპანეთისთვის განსაკუთრებული მატჩია, ქომაგთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არ არის ჩვეულებრივი თამაში. ჩემი მომზადების გზა არის მაქსიმალური სიმშვიდე და კონცენტრაცია.

მომწონს ყველა მოთამაშის დამოკიდებულება, ამას ყველა ვარჯიშზე ვხედავ - გუნდი კონცენტრირებულია. შახტართან საუკეთესო თამაში გვქონდა, წარმატებას მივაღწიეთ და იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ.

კარგი დაცვა ყველაფრის გასაღებია. ჩვენ მოვიგეთ ყველა მატჩი, რომელშიც მადრიდის რეალმა არ გოლი გაუშვა. ამ გუნდის პრობლემაა არა გოლის გატანა, არამედ არ გაშვება. ამიტომ, ვცდილობ, ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ამ ასპექტს დავუთმო.

ვფიქრობ, კარვახალი და აზარი ვარჯიშს დაუბრუნდებიან. გვაქვს დრო, რომ კლასიკისთვის კარგად მოვემზადოთ, როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურად. ჩვენმა ფეხბურთელებმა უკვე იციან რას ნიშნავს კლასიკოში თამაში.

ბარსელონა დაბრუნდა. გუნდს ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ თანდათან იბრუნებს თავის იდენტობას და უმჯობესდება“,

- განაცხადა ანჩელოტიმ.

აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგაში 8-8 მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ 15, ხოლო „რეალს“ 17 ქულა აქვს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები