ირვინგი აცრაზე:
Aa
Aa

ირვინგი აცრაზე: "ვიცი, რომ ფინანასურ ზარალს ვნახავ, პატივი ეცით ჩემს გადაწყვეტილებას"

„ბრუკლინ ნეტსის“ გამთამაშებელი კაირი ირვინგი აცრასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას კიდევ ერთხელ აფიქსირებს.

ამერიკელი კალათბურთელი ვაქცინაციაზე უარს აცხადებს და აცნობიერებს, რომ ის ვერც თამაშს შეძლებს და ფინანსურადაც დიდ ზარალს ნახავს.

როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარის თქმის შემდეგ, ნიუ იორკში მოქმედი კანონის თანახმად, ირვინგი „ნეტსის“ საშინაო მატჩებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, კლუბმა 2021-22 წლების სეზონში თავისი ერთ-ერთი ლიდერის გამოყენებაზე საერთოდ უარი თქვა.

„ვიცი, რომ ფინანასურ ზარალს ვნახავ. ეს რა თქმა უნდა არ მხიბლავს, მაგრამ ამჟამად რეალობა ასეთია. გადავწყვიტე, რომ აცრა არ გავიკეთო და ეს ჩემი არჩევანია. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეთ.

ფორმის შესანარჩუნებლად ვვარჯიშობ და სათამაშოდ მზად ვიქნები. გუნდს ნებისმიერ დროს შემიძლია შევუერთდე. არა, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. ეს მხოლოდ ჩემი ცხოვრება და ჩემი არჩევანია. არ ვფიქრობ, რომ ვაქცინაზე უარის თქმის გამო კალათბურთის დატოვება მომიწევს“.

- ამბობს კაირი.

ირვინგს მხარდაჭერა ცნობილმა მომღერალმა კრის ბრაუნმა გამოუცხადა, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი რამ დაწერა:

„ნამდვილი გმირი! ჩემს ძმას მხარს ვუჭერ. ვისაც არ უნდა მოსწონდეს ის... ეს მისი არჩევანია და ძალიან კარგიც არის. ყოველთვის ჩემი ძმის გვერდით ვიდგები“.

- წერს კრის ბრაუნი.

NBA-მ ირვინგი ტოპ 75 მოთამაშეს შორის არ დაასახელა

NBA-მ 50 კალათბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ყველა დროის საუკეთესო 75 მოთამაშეში შედიან. ამ სიაში მოულოდნელად ვერ მოხვდა კაირი, რასაც სოციალურ ქსელში NBA-ს ჩემპიონი ანდრე იგუდალა გამოეხმაურა, რომელმაც გაკვირვება არ დამალა.

NBA ამ სეზონში ლიგის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. დღესასწაულის ფარგლებში, ლიგის ისტორიაში 75 საუკეთესო მოთამაშე შეირჩა, ისევე როგორც ეს 25 წლის წინ 50 წლის იუბილეს საპატივცემულოდ გაკეთდა.

„თქვენ გინდათ თქვათ, რომ კაირი არ არის ტოპ 75-ში? გეთანხმებით... ის როგორც მინიმუმ ტოპ 20-შია“.

- წერს იგუდალა.

ინტერნეტსივრცეში ბევრის აზრით, კაირის ამ სიის მიღმა დატოვება ვაქცინაზე უარის თქმით არის გამოწვეული.

ირვინგი დაახლოებით 15 მილიონ დოლარს დაკარგავს

ირვინგს „ბრუკლინთან“ 4-წლიანი კონტრაქტი აქვს, რომლის მიხედვითაც ის 136 მილიონ დოლარს მიიღებს. ამ სეზონში მას 34 მილიონი უნდა მიეღო. ვაქცინაზე უარის თქმის გამო ის დაახლოებით 15 მილიონს დაკარგავს. თითოეული გამოტოვებული მატჩისთვის კაირი დაახლოებით 380 ათას დოლარს დაკარგავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები