რონალდუს რეკორდები და მანჩესტერის მორიგი ქამბექი ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

რონალდუს რეკორდები და მანჩესტერის მორიგი ქამბექი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმი გასპერინის გუნდმა 2:0 მოიგო. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარი „ოლდ ტრაფორდზე“ ორბურთიანი სხვაობით პირველად წააგო.

ასევე აღსანიშნავია რონალდუს რეკორდი, რომელმაც იკერ კასილასის (186) მიღწევა გააუმჯობესა და უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე 187-ე შეხვედრა ჩაატარა.

პორტუგალიელის ანგარიშზე უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 183 მატჩია, 2-2 კი უეფას თასზე და უეფას სუპერ თასზე აქვს გამართული.

კიდევ ერთი რეკორდი რონალდუს ანგარიშზე. "ატალანტა" მისთვის 38-ე გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა. პორტუგალიელმა მესის (37) გადაასწრო.

ასევე, კრიშტიანუსთვის ეს მატჩი „იუნაიტედის“ მაისურით მე-300 იყო. პლუს ამას, პორტუგალიელმა გუნდში დაბრუნების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3 მატჩში გატანა მოახერხა, რაც „მანკუნიანელთა“ რიგებში მეორედ შეძლო. პირველად ეს 2007 წლის ნოემბერში გააკეთა. ცნობისთვის, ის სეზონი „წითელმა ეშმაკებმა“ ტრიუმფით დაასრულეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

კრიშტიანუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში საკლუბო და სანაკრებო დონეზე 12 შეხვედრაში 12 გოლია.

გუნდმა კი ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით დღეს მე-300 გოლი გაიტანა, რომლის ავტორი მარკუს რაშფორდი გახდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, სულშერის გუნდი ჯგუფში 6 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები