მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს სახელით 19 ვეტერანი ძიუდოისტი გამოვა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს სახელით 19 ვეტერანი ძიუდოისტი გამოვა

21-24 ოქტომბერს ლისაბონი ძიუდოში ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას 44 ქვეყნის 398 ძიუდოისტი მიიღებს. საქართველოს დელეგაცია კი 19 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

საქართველოს სახელით იჭიდავებენ :

60კგ. - მამუკა კურდღელაშვილი, დავით თვალიაშვილი. 66 კგ. - გიორგი პაპოშვილი, გიგლა ალიბეგაშვილი, ვასილი ბერუაშვილი. 73 კგ. - ოთარ ელოშვილი. 81 კგ. - ნუგზარ კოჭლამაზაშვილი, ილია ძიგურაშვილი, ზვიად ბაზანდარაშვილი. 90 კგ. - ელგუჯა გვასალია, იოსებ მარგველაშვილი, პაატა ღვინიაშვილი. 100 კგ. - გივი შარიაშვილი, ვანო გიგილაშვილი, გიორგი მოდებაძე, ბეჟან ჩიხელიძე. + 100 კგ. ალექსი დავითაშვილი, ლევან გოგინაშვილი, ანზორი შეღვიაშვილი

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი პარიზის ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატი COVID-19 პანდემიის გამო გაუქმდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები