Aa Aa
20 ოქტომბერი 2021  |  11:49

მსოფლიო ჩემპიონატი - ამირან ციკვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა

საბერძნეთში მიმდინარე ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოჭიდავე ამირან ციკვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

70 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ფალავანმა რუსი ასლან კაიტოვი დაამარცხა და 2018 წელს სკოპიაში მოპოვებული ტიტული დაიბრუნა.

ფინალამდე ციკვაძემ ვახტანგ ნარიაშვილსა და ამერიკელ დენის ვაიმერს აჯობა.

სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა ნარიაშვილი, რომელმაც ბრინჯაოს დაპირისპირება დათმო.

78 კილოში კი ვერცხლის მედალს მალხაზ როზომაშვილი დაეუფლა. ფინალურ შეხვედრაში ვეტერანმა ფალავანმა ყაზახ ტურპალილი სულიმანოვთან წააგო.

ასევე ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატზე მედალს ლუკა კურტანიძე შეუტევს. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლეგენდარული მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქეს ელოდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage