კრემლის თასი - ოქსანა კალაშნიკოვა მეოთხედფინალშია
Aa
Aa

კრემლის თასი - ოქსანა კალაშნიკოვა მეოთხედფინალშია

რუსეთში WTA-ს ეგიდით კრემლის თასი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში ასპარეზობს. ოქსანას პარტნიორი იაპოენლი მიუ კატო გახლავთ. ქართულ-იაპონურმა დუეტმა დღეს მერვედფინალში საბრინა სანტამარიას და ელიქსან ლეშემიას წყვილი დაამარცხა.

პირველ სეტში კალაშნიკოვა და კატო დომინირებდნენ. დუეტმა მეტოქის ყველა ჩაწოდება დააბრეიკა და 6:1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 1 გეიმი ფრანგულ-ამერიკულმა წყვილმა ქართულ-იაპონურს დაუბრეიკა.

მეორე სეტი სანტამარიამ და ლეშემიამ უკეთ ჩაატარეს. საკუთარი ჩაწოდება არ დათმეს და იმ დროს, როდესაც ანგარიში 2:2 იყო ბრეიკი შეასრულეს და სეტი 6:4 მოიგეს. მატჩის უკანასკნელ ნაწილში კი ოქსანამ და მიუმ 10:7 გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. შეხვედრა 1 საათი და 21 წუთი გრძელდებოდა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები