Aa Aa
19 ოქტომბერი 2021  |  17:16

კასანო: "ლუკაკუს ჩელსიში უჭირს, მას შესაბამისი უნარები არ აქვს"

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რომელუ ლუკაკუ „ინტერიდან“ „ჩელსიში“ გადავიდა. ბელგიელი თავდამსხმელი „არისტოკრატებს“ კარგად შეეწყო, თუმცა ასე ანტონიო კასანო არ ფიქრობს და ტომას ტუხელს აკრიტიკებს.

რა თქვა კასანომ?

„ლუკაკუ ბურთისთვის გამუდმებით იბრძვის. მის გარშემო ხშირად არიან მეტოქის მცველები და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება უჭირს. ტუხელმა კონტესგან არ უნდა ისწავლოს, თუ როგორ ათამაშოს ლუკაკუ.

„ჩელსის“ მწვრთნელს ნებისმიერი თავდამსხმელის ყიდვა შეეძლო, მაგრამ რომელუ აირჩია. ვფიქრობ, ლუკაკუ ტუხელის იდეებთან არაფერ კავშირშია. პარიზში და გერმანიაში ტომასს სხვა სტილის ფორვარდები ჰყავდა.

იტალიაში კონტეს „ინტერში“ თამაში მარტივი იყო, რადგან ლუკაკუს მეტი სივრცე ჰქონდა. ინგლისში ცხოველები თამაშობენ და დიდი მონდომებით იცავენ საკუთარ საჯარიმოს. ბელგიელ თავდამსხმელს ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად შესაბამისი უნარები არ აქვს.“

ლუკაკუ „ჩელსიში“

როგორც უკვე მოგახსენეთ, ლუკაკუ „ჩელსის“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ინტერიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 28 წლის თავდამსხმელმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 10-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage