4 საფეხურით წინ - ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
Aa
Aa

4 საფეხურით წინ - ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

პარიზის გრანს სლემის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ძიუდოს ფედერაცია ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია,რომ თავის წონაში ეთერ ლიპარტელიანი საკმაოდ დაწინაურდა. ქართველმა ძიუდოისტმა რეიტინგის სიაში 4 საფეხურით აიწია და 3674 ქულით 6 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ,რომ ეთერ ლიპარტელიანმა პარიზში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლისთვის ბრძოლა ლიპარტელიანმა უბრძოლველად მოიგო, მისი მეტოქე სლოვენიელი კაია კაიზერი ტრავმის გამო ტატამზე ვერ გამოცხადდა.

ჩვენმა მებრძოლმა საფრანგეთში მხოლოდ მეოთხედფინალური შეხვედრა დათმო,სადაც მასპინძელ ფაიზა მოკდარს უპირისპირდებოდა.

ჩვენი ნაკრები მომავალ გრან სლემზე ბაქოში იასპარეზებს. 5-7 ნოემბერს გასამართ ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანი ჯერ არ დარეგისტრირებულა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები