Aa Aa
19 ოქტომბერი 2021  |  10:41

ტრავმირებული კალათბურთელები - ნაკრების ექიმმა მოთამაშეებზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ტრავმირებულთა სიას თორნიკე შენგელია შეუერთდა. ნაკრების კაპიტანმა მხარი გასულ მატჩში დაიზიანა, რომელიც მისმა ცსკა-მ “ზენიტთან”, ევროლიგაში გამართა. ცნობისთვის, შენგელიამ ეს მატჩი ბოლომდე ითამაშა და საუკეთესო გახდა. ტრავმა აქვს გიორგი შერმადინს, ვისი მკურნალობაც ბოლო ინფორმაციით გეგმაზომიერად მიმდინარეობს და მან ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის სავარაუდოდ უნდა მოასწროს ფორმაში ჩადგომა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 26 და 29 ნოემბერს უკრაინასთან და ესპანეთთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის სადებიუტო მატჩები ელის და ზემოთნახსენებ შენგელიასა და შერმადინის გარდა ტრავმირებულია გიორგი ცინცაძე, ვისი ტრავმაც გაცილებით სერიოზულია და ის მომავალ მატჩებს გამოტოვებს. 

შენგელიასა და ცინცაძის ტრავმების შესახებ ეროვნული ნაკრების სამედიცინო გუნდისა და კლინიკა „სპორტული მედიცინა და ბიოლოგიის“ ხელმძღვანელ თემურ ხვედელიძეს მოვუსმინოთ:

„თორნიკემ მხრის არეში ტკივილი „ზენიტთან“ მატჩის შემდეგ იგრძნო. საავადმყოფოში ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და გამოჩნდა მხრის სახსრის როტატორული მანჟეტის ნაწილობრივი დაზიანება. დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობის კურსი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებითა და ფიზიოთერაპიით, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს რთულია თქმა, როდის შეძლებს შენგელია თამაშს. მკურნალობის დინამიკიდან გამომდინარე განისაზღვრება მისი სპორტში დაბრუნების დრო. ცინცაძეს მატჩისას მუხლის სახსრის წინაჯვარედინი იოგი დაუზიანდა. სწორედ ის ადგილია, რომელზეც 2011 წელს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჯერადაც ქირურგიული ჩარევაა საჭირო და სწორედ ოპერაციისას განისაზღვრება დაზიანების ხარისხი. თუ იოგს აქვს რესურსი თერაპიის ფონზე გაუმჯობესდეს, დიდი ჩარევა არ დასჭირდება და რეაბილიტაციისთვის 6 თვე უნდა ვივარაუდოთ. თუ დიდი ჩარევა დასჭირდა, რეაბილიტაცია 9 თვემდე გაგრძელდება. ოპერაცია ამ კვირის ბოლოსაა დაგეგმილი და მას ორთოპედ-ქირურგი ლევან ნაჭყებია გააკეთებს“. 

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage