Aa
Aa

"ბალანსს და ტემპს ყურადღება უნდა მივაქციოთ" - სიმეონე ლივერპულთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის „ატლეტიკო“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როხიბლანკოს“ თავკაცმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სიმეონემ?

„კალენდარი არ მაინტერესებს. ფიფა-ში და უეფა-ში წყვეტენ ამას და მათ ჰკითხეთ. „ჩელსი“ „სიტი“ და „ლივერპული“ ბრწყინვალე ფორმაში არიან. სამივე გუნდთან სიამოვნებით ვითამაშებდი. კლოპის ბიჭები კარგად მუშაობენ. ისინი აქტიურად მიმართავენ პრესინგს და მეტოქეს წნეხში აქცევენ.

ხვალ მატჩამდე ბოლო ვარჯიში იქნება და ვნახავ ვინ არის საუკეთესო ფორმაში. ზოგმა ფეხბურთელმა ტრავმა ახლახანს მოიშუშა. მთავარი საზრუნავი „ლივერპულია.“ ჩვენს მოწინააღმდეგეს ვან დაიკი დაუბრუნდა და ეს მათთვის შესანიშნავი ამბავია. ბალანსი უნდა დავიცვათ და ტემპი შევინარჩუნოთ. მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას.

სუარესს არაფერი აწუხებს და ყოფილ კლუბთან სათამაშოდ მზად არის. სალაჰი საოცარი ფეხბურთელია, რომელიც ბოლო წლებში ყველას აოცებს. ეგვიპტელმა ჩემპიონთა ლიგის და პრემიერ ლიგის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. მაქსიმალურად ვეცდებით „ლივერპულისთვის“ ზიანის მიყენებას.“

ამ გუნდების ბოლო ორი დაპირისპირება

„ატლეტიკო“ და „ლივერპული“ ერთმანეთს ბოლოს 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდნენ. პირველი დაპირისპირება მადრიდულმა გრანდმა 1:0 მოიგო, ხოლო მეორე 3:2 მერსისაიდელების სასარგებლოდ დასრულდა და სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წყალობით მეოთხედფინალში „როხიბლანკო“ გავიდა.

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფს „ლივერპული“ 6 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციაზეა „ატლეტიკო“ 4 ქულით. მესამე პოზიციას „პორტუ“ 3 ქულით იკავებს, ხოლო ნული ქულით „მილანი“ ბოლოზეა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები