Aa
Aa

"სიმეონეს დიდ პატივს ვცემ" - კლოპი ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის „ატლეტიკო“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კლოპმა?

„“ატლეტიკოს“ ორივე თამაშს თუ მოუგებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად შორს წახვალ და მაღალ დონეზე იმყოფები. სამწუხაროდ, ბოლო ორი დაპირისპირება სიმეონეს გუნდთან წავაგეთ. არ ვიქნები გულწრფელი, თუ გეტყვით, რომ წარმატებაში დარწმუნებული ვარ. ამ მატჩების შემდეგ ბევრი ვისწავლეთ. „ატლეტიკოსთან“ შეხვედრა უმძიმეს ვითარებაში მოგვიწია.

„როხიბლანკო“ ახლა განსხვავებული გუნდია, რადგან სიმეონემ ახალი სისტემა შექმნა, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. ამის მიუხედავად, მადრიდელები მაინც შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობენ და ეს კარგად გამოსდით. წარმოუდგენელია, თუ როგორ ინარჩუნებს „ჩოლო“ ერთ დონეს ამდენი წლის განმავლობაში. მას დიდ პატივს ვცემ.“

ამ გუნდების ბოლო ორი დაპირისპირება

„ატლეტიკო“ და „ლივერპული“ ერთმანეთს ბოლოს 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ. პირველი დაპირისპირება მადრიდულმა გრანდმა 1:0 მოიგო, ხოლო მეორე 2:3 კვლავ მადრიდელთა სასარგებლოდ დასრულდა და მეოთხედფინალში „როხიბლანკო“ გავიდა.

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფს „ლივერპული“ 6 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციაზეა „ატლეტიკო“ 4 ქულით. მესამე პოზიციას „პორტუ“ 3 ქულით იკავებს, ხოლო ნული ქულით „მილანი“ ბოლოზეა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები