Aa Aa
18 ოქტომბერი 2021  |  18:06

პეკინი 2022 - ოლიმპიაში ოლიმპიური თამაშების ცეცხლი დაინთო

ანტიკურ ოლიმპიაში, სადაც ოლიმპიურ თამაშებს ჩაეყარა საფუძველი, პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების ცეცხლის დანთების ცერემონია გაიმართა.

ტრადიციისამებრ, ცეცხლი ჰერას ტაძართან პარაბოლურ სარკეში არეკლილი მზის სხივებისგან დაანთეს. უმაღლესმა ქურუმმა, რომლის როლიც მსახიობმა ქსანტი გეორგიუმ შეასრულა, აპოლონს ოლიმპიური ცეცხლის დასანთებად მზის სხივი შეავედრა, ზევსს კი - თამაშების გამარჯვებულთა გვირგვინით შემკობა. 

ცეცხლის დანთების ცერემონია, ისევე როგორც ეს იყო ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშებისთვის, COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, კვლავაც მაყურებლის გარეშე წარიმართა, შეიზღუდა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაც.

პეკინის თამაშების ცეცხლის დანთების ცერემონიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის და IOC-ის წარმომადგენლები.

დღესვე ოლიმპიურ ცეცხლს ათენში ჩაიტანენ, სამშაბათს კი პანათინაიკოსის სტადიონზე პეკინის თამაშების მასპინძლებს გადასცემენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage