ისტორიაში პირველად - პარაგრაფის თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - პარაგრაფის თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სასტუმრო „პარაგრაფში“ მოყვარულთა შორის საჩოგბურთო ტურნირი - პარაგრაფის თასი გაიმართა.

პარაგრაფის თასის გათამაშებაში, რომლის ორგანიზატორები საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაცია და GTP TOUR იყვნენ, მოყვარული ჩოგბურთელები ერთმანეთს ჩოგბურთსა და პლაჟის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო.

ჩოგბურთელთა შორის ზვიად კალმახელიძემ გაიმარჯვა, ხოლო პლაჟის ჩოგბურთის ტურნირი გიორგი გიორგაძისა და სანდრო ხოჭოლავას წყვილის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულები თასებითა და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად გაიმართა ტურნირი პლაჟის ჩოგბურთში. პარაგრაფის თასის საპრიზო ფონდი 5 500 ლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები