ყაზაიშვილი აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია !
Aa
Aa

ყაზაიშვილი აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია !

აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამხრეთკორეული კლუბების დაპირისპირება შედგა. ''ჩონბუკისა'' და ''ულსან ჰიუნდაის'' მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, 101-ე წუთზე კი ყაზაიშვილის გუნდმა გამარჯვების გოლი შეაგდო და ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მე-13 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ანგარიში შესანიშნავი გოლით გახსნა, მან მეტოქის საჯარიმოში იაქტიურა და შორეულ კუთხეში გაიტანა.

მთავარმა მწვრთნელმა ქართველი შემტევი 109-ე წუთზე შეცვალა, როცა მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

28 წლის შემტევმა აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, ''ულსან ჰიუნდაი'' აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. ყაზაიშვილი გუნდს მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები