Aa Aa
17 ოქტომბერი 2021  |  09:00

ინდიან უელსის მასტერსი | ვის შეხვდება ბასილაშვილი ფინალში

ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ტეილორ ფრიტცს ორ სეტში - 7-6 (7-5), 6-3 მოუგო და ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ისტორია დაწერა.

1 საათსა და 43 წუთს გაგრძელებულ დაპირისპირებაში ბასილაშვილმა საუკეთესო ფორმის დემონსტრირება მოახდინა და ამერიკელ მეტოქეს სეტის მოგების შანსიც არ მისცა.


საინტერესოა, რომ ბასილაშვილი კარიერაში პირველად ითამაშებს მასტერსის ფინალში, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ბულგარეთის წარმომადგენელი გრიგორ დიმიტროვი (ATP.28) ასევე ორ სეტში დაამარცხა (6-2, 6-4).

დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, კამერონ ნორი ამ ეტაპზე ATP-ს 26-ე ნომერია, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი 36-ე პოზიციას იკავებს, თუმცა ტურნირის დასრულების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელის სარეიტინგო ადგილი მკვეთრად გაუმჯობესდება.

მომავალი მეტოქეები ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. მაშინ, როტერდამში გამართული დაპირისპირება, ბრიტანელის სასარგებლოდ დასრულდა.

ქართულ-ბრიტანული ფინალი 18 ოქტომბერს შედგება და გვიან ღამით, თბილისის დროით 03:00 საათიდან დაიწყება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage