მიქაუტაძემ გაიტანა - სერენი 10-კაციან მოწინააღმდეგესთან მაინც დამარცხდა
Aa
Aa

მიქაუტაძემ გაიტანა - სერენი 10-კაციან მოწინააღმდეგესთან მაინც დამარცხდა

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მორიგ ტურში „სერენი“ „როიალ უნიონს“ ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. ეს დაპირისპირება ქართველი ქომაგებისთვის გარკვეულწილად სასიამოვნო იყო, რადგან გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა.

სტუმრები პირველ ტაიმში 2:0-ს იგებდნენ. გიორგიმ გოლი 35-ე წუთზე გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს, მასპინძლებს კაცი გაუძევეს და 10 კაცით დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ „როიალ უნიონი“ კაცნაკლული თამაშობდა, 4 გოლის გატანა არ გაუჭირდათ და „სერენი“, როგორც უკვე მოგახსენეთ 4:2 დაამარცხეს.

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

ამ წაგების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდს 12 ქულა აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება. მომავალ ტურში „სერენი“ „შარლერუას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. მატჩი 22 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები