ბითაძე:
Aa
Aa

ბითაძე: "ჩემი სროლის ვირწმუნე და ეს დიდებული გრძნობა იყო"

გოგა ბითაძემ „კლივლენდთან“ შეხვედრაში ჩინებულად ითამაშა და 23 წუთში, 18 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება გაიფორმა, რის შემდეგაც ამერიკული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.

შეხვედრის შემდეგ ბითაძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საკუთარი სროლის ირწმუნა:

„მე უბრალოდ ჩემი სროლის ვირწმუნე და ეს დიდებული გრძნობა იყო. ამ მხრივ სტაბილურად უნდა ვივარჯიშო, რომ ჩემი სროლის მჯეროდეს, თუმცა ამის გაკეთება რთულია, როცა თამაში არ გიწევს. რთულია, როდესაც არ იცი, თუ როდის მიიღებ შანსს, მაგრამ ეს NBA არის და როცა მას მიიღებ, უნდა გამოიყენო.

რიკ კარლაილს მადლობა უნდა გადავუხადო, რომ ნდობა გამომიცხადა და სათამაშო დრო მომცა. თითქმის რული ორი ტაიმი ვითამაშე, როცა მას შეეძლო დრო სხვისთვის მიეცა, მაგრამ იგი მე მენდო. ამას ვაფასებ“.

გოგას შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმაც ისაუბრა:

„გოგას თამაში მომეწონა, იგი დაცვაშიც და შეტევაშიც პროდუქტიული იყო, აგრესიულად მოქმედებდა, ბურთის სროლისას თავდაჯერებული იყო. ბითაძე სოლიდურად გამოიყურებოდა. მას ყველანაირი მიზეზი აქვს, რომ საკუთარი თავის ირწმუნოს.

211 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელია და ამ ყველაფრის ფონზე მას უნიკალური უნარები აქვს. გოგამ მის უნარებს უნდა დაუჯეროს“.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები