ალვეში:
Aa
Aa

ალვეში: "თუ ბარსას ვჭირდები, ეს ერთი ზარის საქმეა"

დანი ალვეშმა „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ პრესასთან პირველად ისაუბრა:

„იმის თქმა, რომ ბარსას ახლა მე ვჭირდები - ეს მეტისმეტია. ყოველთვის ვამბობდი, რომ კლუბი დავტოვე იმის გამო, რადგან პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც მინდოდა. არ მინდოდა მენახა, თუ როგორ დასრულდა ყველაფერი ჩემი წასვლის შემდეგ.

ვინც ასეთ ლამაზ ისტორიას წერს და კლუბს დიდი პატივისცემით ეპყრობა, როგორც საკუთარ სახლს და მისთვის სიცოცხლესაც კი წირავს, მას არ სურს იყოს ასეთი ისტორიის მონაწილე. როცა წავედი კლუბი გავაფრთხილე, რომ მზად ვიყავი ბარსასთვის დახმარება გამეწია, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ამ გუნდის მიმართ უზომო სიყვარული და პატივისცემა მაქვს.

თუ, ბარსას მიაჩნია, რომ მე ვჭირდები, ეს ერთი ზარის საქმეა. მჯერა, რომ კვლავ შემიძლია ვიყო სარგებლის მომტანი, მაგრამ ყველაზე მეტად ბარსელონაში, რადგან ახლა იქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია.

ყველა კლუბში სადაც მითამაშია, იყო ახალგაზრდებისა და გამოცდილების შესანიშნავი ნაზავი. შემდეგ დგება დრო, როცა ახალგაზრდები მომწიფდებიან და უფროსები მიდიან. ეს ბუნებრივი ციკლია, მაგრამ ფეხბურთში შეცდომები ხდება. ახლა ეს პროცესი დაჩქარდა, თუმცა ასე არ უნდა ხდებოდეს.

ჩვენ უკვე ახალგაზრდები ვიყავით და მაშინ ისეთი პასუხისმგებლობისთვის მზად არ ვიყავით, როგორიც არის ბარსელონას ღირსების დაცვა. უნდა არსებობდეს კომბინაცია, რომელიც საჭირო ბალანსს იძლევა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ვიბრძოლოთ დიდი შედეგებისთვის“.

- ციტირებს ალვეშის სიტყვებს Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ ალვეში კლუბის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და აცნობა, რომ მზად არის 1 იანვრიდან გუნდს შეუერთდეს. ხელფასი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და მზად არის მინიმალური ანაზღაურებით ითამაშოს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები