Aa Aa
16 ოქტომბერი 2021  |  00:25

ბრწყინვალე მატჩი და ისტორიული გამარჯვება - ბასილაშვილმა ციციპასი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და 3 სეტში, 6:4, 2:6, 6:4 იმარჯვა.

„ბასილამ“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო. ნიკამ საწყისი 5 გეიმიდან 4 მოიგო და 2-ჯერ მეტოქის ჩაწოდება აიღო. 4:1-ზე ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება დათმო და ციციპასმა ჩამორჩენა 1 გეიმამდეც შეამცირა, თუმცა ნიკოლოზმა უპირატესობა შეინარჩუნა, სეტზე ჩაწოდებისას ბრწყინვალე იყო და პირველი პარტია 6:4 მოიგო.

მეორე სეტის სტარტზე თამაშის მიმდინარეობას ბერძენი ჩოგბურთელი კარნახობდა. ციციპასმა საწყისი 5-დან 4 გეიმი დაისაკუთრა და სოლიდურ ფორას დაეუფლა. მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერმა თამაში იმავე სტილში განაგრძო და მეორე პარტია დამაჯერებლად, 6:2 მოიგო.

მესამე სეტი ნიკამ ჩინებულად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდებაც აიღო და 2:0 დაწინაურდა, თუმცა ციციპასმა ზედიზედ 3 გეიმში იმარჯვა და წინ გაიჭრა. „ბასილამ“ ანგარიში გაათანაბრა და 3:3-ზე კიდევ ერთი ბრეიკპოინტი გამოიყენა. 4:3-ზე ჩვენებურის ჩაწოდებაზე უაღრესად დაძაბული გეიმი ვიხილეთ, რომელიც ნიკოლოზმა უდიდეს ბრძოლაში მოიგო და მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. საბედნიეროდ, ბასილაშვილმა მატჩზე უშეცდომოდ ჩააწოდა და მესამე სეტი 6:4 მოიგო.

„ბასილა“ მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა და მისი მომდევნო მეტოქის ვინაობას ფრიცი და ზვერევი გაარკვევენ. ბასილაშვილმა ტოპ 10-ის ჩოგბურთელი მეექვსედ დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage