საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ონლაინ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონია
Aa
Aa

საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ონლაინ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონია

მსჯავრდებულთა შორის პირველ მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა.

დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო.

ორ წრედ გამართული ფინალური მატჩ-ტურნირი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

ასპარეზობაზე, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 30 ქვეყნის: ვაჟთა,ქალთა და არასრულწლოვანთა გუნდები მონაწილეობდნენ.

გუნდები საქართველოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების შიდა და საერთო ჩემპიონატიდან დაკოპლექტდა, რომლებიც სქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები