„აშკარა იყო, რომ ასეთი ჩავარდნა ექნებოდა
Aa
Aa

„აშკარა იყო, რომ ასეთი ჩავარდნა ექნებოდა" - საფეხბურთო აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა

საფეხბურთო აგენტმა, თემურ ღურწკაიამ „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ღურწკაიამ განაცხადა, რომ „კვარას“ წარუმატებელი ასპარეზობა მისთვის დიდ მოულოდნელობას არ წარმოადგენს და ზაფხულში, მას „რუბინი“ უნდა დაეტოვებინა.

„ჩემთვის აშკარა იყო, რომ ხვიჩას ასეთი ჩავარდნა ექნებოდა. არ მინდა, საკუთარ თავს წინასწარმეტყველი ვუწოდო, მაგრამ ჯერ კიდევ მაისში ვამბობდი, რომ კვარაცხელია რუბინიდან უნდა წასულიყო. მას სულში ჰქონდა გამჯდარი, რომ კლუბს ტოვებდა და ამის შემდეგ, დაბრუნება ძალიან გაუჭირდა. როგორც ვიცი, ხვიჩა ვერ ხვდებოდა რუბინში დარჩენასა და მამის სიტყვებს შორის, რომელიც ეუბნებოდა, რომ უნდა წასულიყო, რომელი აერჩია.

ჩვენ ძალიან ახალგაზრდა ბიჭზე ვსაუბრობთ, რომელსაც ყველა დითირამბებს უმღეროდა და ეუბნებოდნენ, რომ მისი გადაბირება მსოფლიოს ყველა კლუბს სურდა. თანაც რა კლუბებზე იყო საუბარი. იუვენტუსი და ტოტენჰემიც კი ახსენეს და ამან ვითარება გაართულა. ჩალოვის მაგალითი გაიხსენეთ. მაშინ ასეთ დიდ კლუბებზე არ იყო საუბარი და მხოლოდ კრისტალ პალასზე იწერებოდა, მაგრამ 4 თვის განმავლობაში იგი მხოლოდ ამაზე ფიქრობდა“.

შეგახსენებთ, რომ ღურწკაიამ ხვიჩას შესახებ რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და მაშინ განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 10-12 მილიონი ევროა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები