„მხარში ტკივილი იგრძნო
Aa
Aa

„მხარში ტკივილი იგრძნო" - შენგელიამ ტრავმა მიიღო და რამდენიმე მატჩს გამოტოვებს

მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს. მომხდართან დაკავშირებით „არმიელებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ გარკვეული დრო თოკოს გარეშე იასპარეზებენ.

„ზენიტთან გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, ევროლიგის გასული ორი ტურის MVP-იმ, თორნიკე შენგელიამ მხარში ტკივილი იგრძნო. იგი სამედიცინო შემოწმებას გადის და გუნდს მომდევნო მატჩებში ვერ დაეხმარება“, - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

„სამწუხაროდ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თოკომ დღეს თავი უკეთ იგრძნო, მაგრამ იმ დონეზე არაა, რაც აგრესიული გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდაა საჭირო. ცრვენა ზვეზდა ჯარიმებს ხშირად იღებს და როგორც შეტევაში, ისე დაცვაში აგრესიული თამაშის სტილით გამოირჩევა“, - დასძინა ცსკა-ს თავკაცმა, დიმიტრის იტუდისმა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის გასულ ტურში შენგელია ბრწყინვალე იყო. თორნიკემ პარკეტზე 35 წუთი და 48 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 33 ქულას, 8 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები