Aa Aa
13 ოქტომბერი 2021  |  13:45

ევროპის ჩემპიონატი - ახალგაზრდა მოკრივეები კონტინენტის პირველობაზე გაემგზავრნენ

15-23 ოქტომბერს მონტენეგროს ქალაქი ბუდვა კრივის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩვენი დელეგაცია კონტინენტის პირველობაზე დღეს გაემგზავრა.

ბუდვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას 38 ქვეყნის გამორჩეული მოკრივეები მიიღებენ, მათ შორის იქნება ჩვენი 9 მოკრივე.

მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელების შალვა დუნდუასა და გოჩა რუსია გადაწყვეტილებით საქართველოს სახელით იასპარეზებენ :

გიორგი საჯაია - 54 კგ; არამ ხრიკიანი - 57 კგ; საბა ტყებუჩავა - 60 კგ; ლაშა გაგნიძე - 63,5 კგ; ლუკა ნიქაბაძე - 67 კგ; გიორგი ჟორჟოლიანი - 71 კგ; ირაკლი ჯანელიძე - 75 კგ; გიორგი დეკანოზიშვილი 80 კგ; მანასიან ვანუჰი - 60 კგ

ასევე, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს აიბას საერთაშორისო კატეგორიის ორვარსკვლავიანი მსაჯი ედუარდ მარდანოვი.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში