Aa
Aa

"ახალი ტყუპები" - არველაძე 19 წლამდელების წარმატებას გამოეხმაურა

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ნორვეგია 1:0 დაამარცხა. ვასილ მაისურაძის გუნდმა 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ელიტ-რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ევროშესარჩევის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოსა და უელსის მატჩი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტურში ვასილ მაისურაძის გუნდმა ოთარ მამაგეიშვილის ერთადერთი გოლით კოსოვო დაამარცხა, დასკვნით ტურში კი ქართველმა ფეხბურთელებმა ნორვეგიელებს გიზი მამაგეიშვილის გოლით სძლიეს. ''საბურთალოს'' აღზრდილი ტყუპი ძმების როლი საქართველოს ნაკრების წარმატებაში უდიდესია.

მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში ძმები გამოარჩია. ''ახალი ტყუპები! გილოცავთ ბიჭებო'' - ასე მიულოცა შოთა არველაძემ ოთო და გიზი მამაგეიშვილებს ელიტ-რაუნდში გასვლა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები