Aa
Aa

"სუარესს დავარეკინე" - მესი სიმეონესაც უნდოდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მთავარი საკითხი ლეო მესი იყო. დიდი ხნის განმავლობაში არგენტინელ სუპერვარსკვლავს არაერთ გრანდს უკავშირებდნენ. თავად ლეომ ყველა ჭორს წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ ბარსაში რჩებოდა, თუმცა კატალონიურმა გრანდმა მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა და მესი პსჟ-ში გადავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 6 ოქროს ბურთის მფლობელით „მანჩესტერ სიტიც“ ინტერესდებოდა, თუმცა იმედდაკარგულმა გუარდიოლამ მოვლენების განვითარებას დაასწრო და გუნდში ჯეკ გრილიში მიიყვანა.

DIARIO OLE დიეგო სიმეონეს სიტყვებს ავრცელებს. „ჩოლოს“ თქმით, მან მესისთან სუარესს დაარეკინა. აღმოჩნდა, რომ არგენტინელ სპეციალისტსაც ნდომებია გუნდში ლეო.

რა თქვა სიმეონემ?

„მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. მინდოდა თუ არა მესის შეძენა? რა თქმა უნდა! მე მისთვის პირადად არ დამირეკავს. სუარესს ვთხოვე ამის გაკეთება. მაინტერესებს როგორ გრძნობდა თავს ლიონელი და რას აპირებდა. საუბრის დასრულების შემდეგ ყველანაირი იმედი დამეკარგა. სუარესმა მითხრა, რომ მესი პსჟ-თი იყო შეპყრობილი და სხვა გუნდში არ წავიდოდა.“

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები