სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი:
Aa
Aa

სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: "ზურაბი საქართველოს მოვპარეთ"

ოსლოში გამართულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 87-კილოგრამ წონით კატეგორიაში, სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი ფინალში ბელარუსის წარმომადგენელ კირილ მასკევიჩს დაუპირისპირდა და 9:1 სძლია.

ქართველი მოჭიდავის ამ წარმატებას სერბეთის სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი დავორ სტეფანეკი გამოეხმაურა.

რა თქვა სტეფანეკმა?

„სერბეთისთვის უდიდესი შედეგია. ზედიზედ 6 ჩემპიონობა! 3 მსოფლიოს ჩემპიონობა! ასეთი შედეგით ბევრი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს. განსაკუთრებული მადლობა ზურის. წლის დასაწყისში ვინმეს, რომ ბრინჯაოს მედალი შეეთავაზებინა კმაყოფილები ვიქნებოდით, მაგრამ მან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. გპირდებით, მომავალ წელს ორი მსოფლიოს ჩემპიონი გვეყოლება და მინიმუმ 3 მედალი ბელგრადში.“

კომენტარი სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმაც გააკეთა.

„ვულოცავ ზურაბს. სხვა ბიჭებმაც დიდებულად იბრძოლეს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას. ჩვენ ერთად დიდ ხანს ვმუშაობდით და შევძელით ზურაბის სპორტული დიპლომატიის მოპარვა. მე მჯერა ასეთი შედეგი სხვა ახალგაზრდებზეც იმოქმედებს და პარიზში და ლოს-ანჯელესში შედეგი გაუმჯობესდება.“

- თქვა ჟელკო ტრაიკოვიჩმა

ზურაბ დათუნაშვილის ბრძოლა ფინალში

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები