ბრწყინვალე ასპარეზობა - ნათია გადელიას 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი
Aa
Aa

ბრწყინვალე ასპარეზობა - ნათია გადელიას 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი

საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნათია გადელიამ სამი მედალი მოოპივა. ახალგაზრდა ძალოსანმა აკვრასა და ორჭიდში ოქროს, ხოლო ატაცში ვერცხლის მედალებს დაესაკუთრა.

ნათია გადელიამ (81 კგ.) ატაცში მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ყველა მითითება შეასრულა და სამივე წონა 85/88/91 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა,ხოლო აკვრაში ჩვენმა სპორტსმენმა თავი 108/113/ 117კილოგრამს გაართვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ასევე მან ოქრო ორჭიდის ჯამში 208 კილოგრამითაც მოიპოვა. 

გარდა ამისა ძალოსანმა საქართველოს რეკორდის გაუმჯობესება ატაცსა და ორჭიდში 4-4 კილოგრამით შეძლო.

შეგახსენებთ,რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ ასპარეზობა 9 მედლით დაასრულა. ნათია გადელიას გარდა მედლები ნიკოლოზ ესრთამ (1 ბრინჯაო და 2 ვერცხლი) და გურამ ვეკუამ (3 ვერცხლი) დაისაკუთრეს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები