Aa Aa
11 ოქტომბერი 2021  |  14:58

ინსი: ''სულშერი ვან დერ ბეეკს ატყუებს, ის მის გეგმებში არ შედის''

''მანჩესტერ იუნაიტედის'' ექს-ფეხბურთელმა პოლ ინსმა ოლე გუნარ სულშერის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით ნორვეგიელი დონი ვან დერ ბეეკს სიმართლეს არ ეუბნება, რომ ფეხბურთელი მის გეგმებში არ შედის.

მიმდინარე სეზონში ვან დერ ბეეკი პრემიერ ლიგის სამატჩო განაცხადში 7-ჯერ მოხვდა, თუმცა სასტარტოში არ უთამაშია, მინდორზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა.

პოლ ინსმა ნიდერლანდელის შესახებ The Kelly and Wrighty Show-ში ისაუბრა.

''მენეჯერს ორი არჩევანი გაქვს, სიმართლე თქვა ან არ თქვა სიმართლე. თუ ვგეგმავ ვიყიდო ''აიაქსის'' წამყვანი ფეხბურთელი, მისი პირველი კითხვა იქნება: ''ვითამაშებ? როგორ მოვერგები ახალ გუნდს, ახალ სისტემას?

რასაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ვხედავ, სულშერი დონის ატყუებს, მას სათამაშო დროს არ აძლევს. 35 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების მოთამაშე სათადარიგოთა სკამზეა.

შემიძლია შეცდომა ვაღიარო თუ სათადარიგოთა სკამზე ვზივარ, ფრედი და მაკტომინეი კი ყოველ კვირას დიდებულად თამაშობენ, გუნდი ყოველ კვირას იმარჯვებს, მაგრამ ეს ხომ ასე არაა. გავბრაზდებოდი მე რომ სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე და მათ თამაშს ვუყურებდე.

დონი პროფესიონალია, საკუთარ მოვალეობას პროფესიულად მაღალ დონეზე ასრულებს, სულშერი კი ამბობს, რომ ვან ბეეკი მის გეგმებში შედის, რეალურად კი სულშერი მას საჯაროდ ატყუებს. ფეხბურთელის კარიერისთვის უმჯობესი იქნება თუ იანვარში კლუბს დატოვებს''.

24 წლის ვან დე ბეეკი 2020 წლის ზაფხულის მიწურულს ''მან. იუნაიტედის'' ფეხბურთელი გახდა. მას შემდეგ ''წითელი ეშმაკების'' რიგებში საერთო ჯამში 39 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პოლ ინსი 1989-95 წლებში ''მან. იუნაიტედის'' ფეხბურთელი იყო, მას სულშერთად ერთად არ უთამაშია, სკანდინავიელი ფერგიუსონის გუნდში 1996 წლის ზაფხულში გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage