მორიგი რეკორდი და შეცვლილი ისტორია | რონალდუ ევროპაში პირველია
Aa
Aa

მორიგი რეკორდი და შეცვლილი ისტორია | რონალდუ ევროპაში პირველია

პორტუგალიასა და ყატარს შორს ამხანაგური მატჩი შედგა, სადაც პორტუგალიამ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა (3-0).

რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც საკუთარი ნაკრები პირველივე ტაიმში, 37-ე წუთზე დააწინაურა.

გოლის გარდა, აღნიშნული შეხვედრა სარეკორდო იყო - კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების ფორმით 181-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც ევროპის მასშტაბით საუკეთესო შედეგია.

აქამდე ევროპული რეკორდი სერხიო რამოსს ეკუთვნოდა (180), ხოლო მსოფლიო მიღწევის ავტორი მალაიზიელი სოჰ ჩინ ანია (195).

საერთოდ, რონალდუ არაერთი რეკორდის ავტორია.

რამდენიმე კვირის წინ, პორტუგალიელმა იანგ ბოიზის წინააღმდეგ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების მიხედვით იკერ კასილასს აჯობა (178). ლეგენდარულ კიპერს 177 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. 

ხსენებულ პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ამდენი მატჩი არასდროს არავის ჩაუტარებია.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები