დიბალამ "იუვენტუსის" დატოვებაზე მიანიშნა...
როგორც ჩანს, ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელ თავდამსხმელ, პაოლო დიბალას კლუბის დატოვება სურს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირდაპირ თუ ირიბად, კატალონიის „ბარსელონას“ არაერთხელ მიანიშნა, რომ მათ რიგებში ასპარეზობა სურს. ამჯერად ესპანური გამოცემა „Marca” დიბალას მორიგ განცხადებას ავრცელებს სადაც არგენტინელი მის მომავალზე საუბრობს:
„ბარსელონაში“ გადასვლა? როდესაც მე „პელერმოს“ ღრსებას ვიცავდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ოდესმე „იუვენტუსში“ მომიწევდა ასპარეზობა. აქედან გამომდინარე, ძნელია განსაზღვრო თუ მომავალში რა მოხდება. ამ მომენტში მხოლოდ ტურინულ გრანდზე ვარ ორიენტირებული, რადგან აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. რაც შეეხება „ბარსელონას“, როგორც უკვე ავღნიშნე, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, თუმცა გიჯი უნდა იყო, რომ იქ თამაშზე უარი თქვა“ - განაცხადა პაოლო დიბალამ.