მსოფლიო ჩემპიონატი - გიორგი სარდალაშვილი ფინალში გავიდა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - გიორგი სარდალაშვილი ფინალში გავიდა

იტალიაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი ფინალში გავიდა,სადაც აზერბაიჯანელ თურან ბაირამოვს დაუპირისპირდება.

60 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა ებრაელ იამ ვოლჩაკს შიდოებით მოუგო. 

ნახევარფინალამდე სარდალაშვილმა სამ მეტოქეს ჩილელ ლუკას ფერნანდეს,იტალიელ სიმონე ავერსკასა და ყაზახ შერზოდ დავლატოვს აჯობა.

ამავე წონაში გამოდიოდა შაქრო შათირიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას დაემშვიდობა.

დღესვე 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ლაფაჩიშვილმა იასპარეზა,რომელიც სამწუხაროდ პირველივე ორთაბრძოლაში იტალიელ იელენა მონაკოსთან დამარცხდა.

იტალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე განახლდება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები