ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "ორი საუკეთესო თამაში უნდა ჩავატაროთ"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური ეტაპის მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"როცა ფლეი-ოფის პირველ მატჩს შინ თამაშობ, სასურველია, რომ გოლი არ გაუშვა. ისეთ მეტოქესთან როგორიც "ბარსელონაა" ეს ადვილი არ იქნება, სხვა შემთხვევაში - მინიმუმ მათზე მეტი მაინც უნდა გავიტანოთ. რთული წარმოსადგენია, რომ "ბარსელონასთან" ორი თამაში 0:0 ითამაშო და მერე პენალტებში გამარჯვების იმედზე იყო. 

წინა სტადიაზე "ბარსას" "ქამბექი" სწორედ იმას ადასტურებს, რომ ფეხბურთში არასდროს არაფერი გაქვს გარანტირებული, მით უფრო, როცა მოწინააღმდეგედ ასეთი მეტოქე ჰყავს. 

ჩვენ მენტალურად ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგანაც თუკი შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა, ორი საუკეთესო თამაში უნდა ჩავატაროთ". - განაცხადა ალეგრიმ. 

"იუვენტუსისა" და "ბარსელონას" შეხვედრა, ტურინში, "იუვენტუს სთედიუმზე", 22:45 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები