Aa Aa
5 ოქტომბერი 2021  |  09:41

„თუ სურს აქტიური იყოს, მე ის ვარ, ვისაც უნდა ეჩხუბოს" - ჭიკაძე სატიტულო ბრძოლას ითხოვს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. „ნინძას“ სიტყვებს Mmanews ავრცელებს და გიგა დასძენს, რომ არნოლდ ალენმა და კელვინ კატარმა მასთან ბრძოლაზე უარი განაცხადეს.

„იმედი მაქვს, 13 ნოემბერი ან უფრო ადრინდელი ვარიანტი გამოჩნდება და სატიტულო ბრძოლის მიღება მსურს. თანაც ჩემპიონმა თქვა, რომ სურს, აქტიური იყოს. მინდა, ვოლკანოვსკის ორტეგასთან მოპოვებული გამარჯვება მივულოცო. მან საკუთარი ხასიათი გამოავლინა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია დაბრუნება, თუმცა მინდა, ვნახო ჩემ წინააღმდეგ როგორ იჩხუბებს. თუ ვოლკანოვსკის სურს, რომ აქტიური იყოს, მე ის ვარ, ვისაც უნდა შეხვდეს.

არნოლდ ალენთან დაკავშირებით სიახლე არაფერია. მასთან ჩხუბის საკითხზე წინადადებით 2-ჯერ მომმართეს და ალენმა ორჯერვე უარი განაცხადა. კორეელ ზომბის რაც შეეხება, ჩემი და მისი ბრძოლა ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ მას ტრავმა აქვს და წლეულს არაფერი გამოვა. ძალიან მაინტერესებს კელვინ კატარი სადაა. ვხედავ, რომ ჩუმადაა და არ ვიცი, რა ხდება. ედსონთან ჩხუბამდე მასთან ბრძოლა მინდოდა და კატარმა განაცხადა, რომ ჩემ წინააღმდეგ ოქტაგონზე გამოვიდოდა, მაგრამ შემდეგ უბრალოდ გაქრა“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა. „ნინძას“ UFC-ში 7-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage