შენგელიაზე ფილმს იღებენ: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგია, სამშობლო და ოჯახია
Aa
Aa

შენგელიაზე ფილმს იღებენ: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგია, სამშობლო და ოჯახია"

ევროლიგამ გულშემატკივარს ახალი ფილმის შესახებ აცნობა, რომელსაც „გადაკვეთილი გზები" ჰქვია.

ფილმის ანონსი თორნიკე შენგელიას სიტყვებით იწყება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ამბობს, რომ მისთვის ცხოვრებაში მთავარი სამი რამაა: რელიგია, სამშობლო და ოჯახი.

გადაკვეთილი გზებში გულშემატკივარი რუსული კლუბის ქართველი ლეგიონერის გარდა მაიკ ჯეიმსსაც იხილავს. შენგელია და ჯეიმსი თანაგუნდელები ცსკა-სა და ბასკონიაში იყვნენ და ფილმის სცენარიც სწორედ ამ კუთხით ვითარდება, რადგან ევროლიგა აღნიშნავს, რომ კალათბურთელების გზაები კარიერაში სხვადასხვა დროს, არაერთხელ გადაიკვეთა.

ჩვენი გზები წარსულში ბევრჯერ გადაკვეთილა - აღნიშნავს თავად შენგელიაც.

ფილმის პრემიერა 11 ოქტომბერს იგეგმება.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები