Aa Aa
4 ოქტომბერი 2021  |  11:20

ინდიან უელსი - მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიელ მეტოქეს დაუპირისპრიდება

მსოფლიო ჩოგბურთში ერთ-ერთი მასშტაბური და გამორჩეული ტურნირის, ინდიან უელსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამ ბოლქვაძე იასპარეზებს.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს 127- ე ჩოგანი, ავსტრალიელი მედისონ ინგლისი იქნება. აღსანიშნავია,რომ მოთამაშეები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

წარმატების შემთხვევაში ბოლქვაძე შვეიცარიელი ლეონი კუნგსა და ამერიკელ ალისია პარკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბოლოს მარიამი ჩიკაგოს გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა,სადაც ფინალურ მატჩში რუს ანნა კალინსკაიასთან 2 სეტში ანგარიშით 2:6 1:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ,რომ ინდიან უელსის გათამაშება 2020 წლეს COVID-19-ის გამო გაუქმდა,ამიტომ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული კანადელი ბიანკა ანდრესკუა,რომელმაც 2019 წელს ფინალში გერმანელ ანჟელიკ კერბერს 6:4 3:6 6:4 მოუგო.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage