მოულოდნელობა - ბაიერნი საკუთარ კედლებში აინტრახტთან დამარცხდა
Aa
Aa

მოულოდნელობა - ბაიერნი საკუთარ კედლებში აინტრახტთან დამარცხდა

ბუნდესლიგის მე-7 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. „რეკორდმაისტერმა“ საჭირო ქულები დაკარგა და ახლა სატურნირო ცხრილში „დორტმუნდი“ მიუნხენელბს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

ნაგელსმანის გუნდი კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა. „აინტრახტმა“ კარში ზუსტად მხოლოდ 3-ჯერ დაარტყა და აქედან 2-ჯერ გოლი გავიდა. „ბაიერნმა“ კი მეტოქეს ზუსტად კარში 11-ჯერ დაურტყა.

ანგარიში 29-ე წუთზე ლეონ გორეცკამ გახსნა, თუმცა ფრანკფურტელები არ დაიბნენ და ზუსტად 3 წუთში ჰინტერეგერმა წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. მასპინძლები უკან მოუხედავად უტევდნენ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. მეორე ტაიმში სტუმრებმა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ისიც გოლით დასრულდა. 83-ე წუთზე თავი კოსტიჩმა გამოიჩინა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ მარცხის შემდეგ „ბაიერნს“ 16 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. მიუნხენურ გრანდს 1 ქულით „დორტმუნდის ბორუსია“ და „ფრაიბურგი“ ჩამორჩებიან. საკუთარი მატჩი ჯერჯერობით ლევერკუზენის „ბაიერს“ არ გაუმართავს. გამარჯვების შემთხვევაში „ბაიერს“ 16 ქულა დაუგროვდება და „ბაიერნს“ გაუთანაბრდება.

ცნობისთვის, მომავალ ტურში ნაგელსმანის გუნდი ლევერკუზენის „ბაიერს“ ესტუმრება. მატჩი 17 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები