Aa Aa
2 ოქტომბერი 2021  |  21:00

"კლოპის ლივერპულმა უკეთეს მწვრთნელად მაქცია" - გუარდიოლა მატჩის წინ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ, „ქალაქელების“ თავკაცმა პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„იურგენი კლოპის „ლივერპული“ დამეხმარა, რომ უკეთესი მწვრთნელი გავმხდარიყავი. მერსისაიდულმა გრანდმა სულ სხვა დონეზე ამიყვანა. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჯერ კიდევ ამ საქმეში ვარ. ვიმეორებ, კლოპის „ლივერპულმა“ უკეთეს მწვრთნელად მაქცია.

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, პრემიერ ლიგისთვის „სიტი“ და „ლივერპული“ იბრძვიან. ამ ორ კლუბს უდიდეს პატივს ვცემ. დღეს სიტუაცია შეიცვალა. პრემიერ ლიგაში რამდენიმე კლუბია, რომლებიც ტიტულისთვის აქტიურად იბრძვიან.

„სიტის“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. თუ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას ვერ წარმოაჩენ, დამარცხდები.. მაქსიმალურად სწორად უნდა ვითამაშოთ, თუმცა ეს „ენფილდია..“

ამჟამად „ჩელსი“ ევროპის საუკეთესო კლუბია, მაგრამ ყველას დავანახეთ, თუ რა შეგვიძლია. ტუხელის გუნდი უშანსოდ დავამარცხეთ. რაც შეიძლება ბევრი გოლი უნდა გავუტანოთ „ლივერპულს“, თუმცა დაცვაში კარგი თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება 3 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage