Aa Aa
2 ოქტომბერი 2021  |  13:14

გუარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგაზე რეალისა და ბარსას წაგებები არ მიკვირს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა „ბარსელონასა“ და „რეალის“ შესახებ საუბრობს.

პეპის თქმით, ის გაკვირვებული არ არის, რომ მადრიდელებმა და კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მოულოდნელი მარცხები იწვნიეს.

„ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგები არ მიკვირს. 12 წელია ამ ტურნირზე გამოვდივარ და ვგრძნობ, რომ დონემ აიწია. ყველა მატჩი შეიძლება საშიში იყოს, დიდი გუნდებისთვისაც კი.

ადრე, როცა ვთქვი, რომ ამ ტურნირზე მატჩის მოგება რთული იყო, შეიძლება ხალხმა არ მომისმინა. სწორედ ამიტომ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე გადიხარ უნდა იზეიმო. როცა ჯგუფური ეტაპის მატჩს იგებ, უნდა იზეიმო. როდესაც მეოთხედფინალში გახვალ, უნდა იზეიმო და შენს მიერ მიღწეული შედეგი უნდა დააფასო“.

- ციტირებს პეპის სიტყვებს Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ტირასპოლის „შერიფთან“ შინ 1:2 წააგო, ხოლო „ბარსელონა“ ლისაბონში „ბენფიკასთან“ კარში ზუსტი დარტყმის გარეშე 0:3 დამარცხდა. ანჩელოტის ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, ხოლო კუმანის გაშვება უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage