''იმედი გვაქვს, მოედანს სწრაფად დაუბრუნდება'' - კიტეიშვილს მყესი გაუწყდა
Aa
Aa

''იმედი გვაქვს, მოედანს სწრაფად დაუბრუნდება'' - კიტეიშვილს მყესი გაუწყდა

გრაცის ''შტურმის'' ქართველ ფეხბურთელს, ოთარ კიტეიშვილს მაქსიმუმ 3 თვე გაუცდება. CrystalSport-ის ცნობით ფეხბურთელმა კოჭის მყესი გაიწყვიტა, მას ოპერაცია ჩაუტარდება და სავარაუდოდ მინდორს 2-3 თვეში დაუბრუნდება. მნიშვნელოვანია რამდენად სწრაფად ჩაივლის ტრავმის მოშუშებისა და რეაბილიტაციის პროცესი. აქედან გამომდინარე, ზუსტი დროის განსაზღვრა რთულია, თუმცა ექიმთა პროგნოზით მაქსიმუმ 3 თვეში მოედანზე უნდა ვიხილოთ.

CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელს ოპერაცია ლაპარასკოპიით ჩაუტარდება. სავარაუდოდ, ოპერაციას ავსტრიაში გაუკეთებენ. 

''შტურმის'' სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ქართველის შესახებ ისაუბრა.

''ოთარი ჩვენი გუნდის შეტევით ხაზში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. იმედი გვაქვს, ოპერაცია კარგად ჩაივლის და მოედანს სწრაფად დაუბრუნდება''.

ფეხბურთელმა ტრავმა ევროპა ლიგაზე პსვ-სთან მატჩში მიიღო, რის გამოც მინდორი 82-ე წუთზე დატოვა.

25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ''შტურმის'' მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები