EXCLUSIVE | თბილისში, საბურთალოს ორგანიზებულ ტურნირზე, ვალენსია ჩამოვა
Aa
Aa

EXCLUSIVE | თბილისში, საბურთალოს ორგანიზებულ ტურნირზე, ვალენსია ჩამოვა

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.

ამჯერად, გადაცემის სტუმარი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, ასევე, საფეხბურთო კლუბ საბურთალოს პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო, რომელმაც საინტერესო საკითხების შესახებ ისაუბრა და სიახლეები დაანონსა.

ხეჩიკაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში გეგმაში ქართულ რეალობაში ლა ლიგის გამოცდილების გადმოტანაა:

ლა ლიგა კარგი სახელმძღვანელოა, არაფრის გამოგონება აღარ გვიწევს. ამ ხალხს დიდი გამოცდილება და შედეგი აქვს. ჩვენ თუ სწორი კუთხით ვიმუშავებთ და გრძელვადიანი გეგმა გვექნება, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ვიყოთ წარმატებულები. ეს ეხება როგორც აკადემიას, ასევე მწვრთნელებსა და  მენეჯერულ ჭრილს.

„საგოლე გადაცემის" ეთერში ხეჩიკაშვილმა საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაც დაანონსა, სადაც გულშემატკივარი არაერთ გრანდს იხილავს, მათ შორისაა, ვალენსია:

1-წლიანი პაუზის შემდეგ, როგორც კი კოვიდ პანდემიამ ამის საშუალება მოგვცა, კვლავ დავგეგმეთ საერთაშორისო ტურნირი, რაშიც ჩვენი ფონდი დაგვეხმარება. უახლოეს მომავალში გრანდების სახელებსაც დაავანონსებთ. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ ასპარეზობენ, ჩვენს რიგებში, სწორედ მსგავს ტურნირებზე გამოჩნდნენ.

ტურნირი ოქტომბრის ბოლოს ჩატარდება. ექსკლუზიურად გაგიმხელთ ერთ გუნდსაც, რომელიც ამ ტურნირზე იასპარეზებს - ეს კლუბი ვალენსიაა.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი ბენდელას სტადიონი იქნება, რომელიც ახლახანს განახლდა.

აღსანიშნავია, რომ ბენდელას სტადიონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საჩუქრად გადასცა მინდვრის საფარი და უზრუნველყო მინდვრის მოწყობის სამუშაოები.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები