Aa Aa
28 სექტემბერი 2021  |  20:45

იუვენტუსი VS ჩელსი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებაა. ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლებს. CrystalsSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ჩელსი“

„არისტოკრატებმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ზენიტი“ 1:0 დაამარცხეს და 3 ქულა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ტუხელის გუნდი გასულ უიქენდზე საკუთარ კედლებში „მანჩესტერ სიტისთან“ უშანსოდ დამარცხდა. „ლურჯებმა“ პეპის გუნდს კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაურტყეს. ამ წაგების შემდეგ, „ჩელსი“ სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ნგოლო კანტეს კორონავირუსი აქვს და რამდენიმე თამაში გუნდს ვერ დახმარება. შეიძლება ითქვას, რომ „არისტოკრატები“ იუვესთან მატჩს ცუდ ხასიათზე ხვდებიან.

დანაკლისი

 ნგოლო კანტეზე უკვე მოგახსენეთ. „ბიანკონერისთან“ მატჩს რის ჯეიმსი, მეისონ მაუნთი და პულიშიჩი გამოტოვებენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჟორჟინიოს თამაში, თუმცა ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის შესახებ ახალი ინფორმაცია არ ვრცელდება. ყველაფერს თამაშის წინ გავიგებთ.

რა თქვა ტუხელმა მატჩის წინ?

"ჩემპიონთა ლიგაზე გამოცდილი გუნდები თამაშობდნენ. იუვე კი ერთ-ერთი ასეთია. მათ სეზონი ცუდად დაიწყეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის სახიფათონი არიან. გამარჯვებისთვის პოზიტიური ენერგია გვჭირდება. პულიშიჩი, ჯეიმსი და მაუნთი ტრავმირებულები არიან. კანტეს კი კორონავირუსი დაუდგინდა.

დაცვის სისტემა ჩემი პასუხისმგებლობაა. „სიტისთან“ ბურთის კონტროლის დროს უკნიდან ვთამაშობდით. სამწუხაროდ დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ თავს ვიცავდით. ასევე დიდი ხნის განმავლობაში „სიტის“ სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ პრესინგის თამაში შეგვიძლია. მაღალ ბურთებზე კი ლუკაკუ გვყავს.

კრიშტიანუ იუვეს ძალიან აკლია. ის ერთ-ერთი საუკეთესოა და გამუდმებით ვითარდება. „ბიანკონერიმ“ დიდი ჩემპიონი და ბომბარდირი დაკარგა, მაგრამ ძლიერი გუნდის აშენება რონალდუს გარეშეც არის შესაძლებელი. „ბებერ ქალბატონს“ კოლოსალური გამოცდილება და ბრწყინვალე ხასიათი აქვს. ალეგრი კი შესანიშნავი მწვრთნელია. მაღალი დონის გუნდს ვხვდებით. მომავალ დაპირისპირებას დიდი მოლოდინით ვხვდები.“

„იუვენტუსი“

„ბებერმა“ ქალბატონმა იტალიის სერია ა კატასტროფულად დაიწყო, თუმცა უკანასკნელი 2 თამაში მოიგო და სატურნირო მდგომარეობა შედარებით გაიუმჯობესა. განსხვავებით სერია ა-სგან იუვემ ჩემპიონთა ლიგა კარგად დაიწყო და პირველ ტურში მალმიო სტუმრად 3:0 დაამარცხა. იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში კი „სამპდორიას“ მძიმე ბრძოლაში 3:2 აჯობა. ამ მომენტისთვის, ალეგრის გუნდი სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება.

დანაკლისი

მსგავსად „ჩელსისა“, „იუვენტუსსაც“ საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს. გუნდს პაულო დიბალა და არტური ვერ დაეხმარება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ალვარო მორატას და ედრიან რაბიოს თამაში.

რა თქვა ალეგრიმ მატჩამდე?

''კარგ თამაშს ველი, ''ჩელსი'' სოლიდური კლუბია ფიზიკურად მომზადებისა თუ ტექნიკური შესაძლებლობების კუთხით. ''ჩელსი'' ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებისას. ხვალ ევროპის მოქმედ ჩემპიონს ვხვდებით, ეს საოცარი ღამე იქნება. ტექნიკურად გამართული ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ასევე, ეს მატჩი ჩვენთვის კარგი გამოცდაა.

ჩემი გუნდი ამ მატჩისთვის კარგად მოემზადა, ვარჯიშებმა შესანიშნავად ჩაიარა, მხოლოდ აარონ რემზი ვერ დაგვეხმარება''.''ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიცია გვაქვს. ეს ჩვენი დიდი სურვილია. არ ვიცი ვინ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის თასს, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს არის და ამ მიზნისკენ ვისწრაფით'.

''ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე მის მიმართ დიდი მოლოდინია. პირადად მე მისგან კარგ თამაშს და პროგრესს ველი. ეს წელი მისთვის მნიშვნელოვანი და ძალიან რთულია. მან კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს''.

„იუვენტუსი“ VS „ჩელსი“

ეს გუნდები ისტორიაში 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველად ეს 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მოხდა. ლონდონში გამართული დაპირისპირება „ჩელსიმ“ დიდიე დროგბას ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო, ხოლო განმეორებითი მატჩი ტურინში ფრედ 2:2 დასრულდა. მეოთხედფინალში „ჩელსი“ გავიდა.

2012 წელს ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს. ლონდონში გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი ოსკარმა შეასრულა, ხოლო „ბიანკონერიდან“ თავი ვიდალმა და კუალიარელამ გამოიჩინა. ტურინში კი იუვემ 3:0 გაიმარჯვა. გოლები კუალიარელამ, ვიდალმა და ჯოვინკომ გაიტანეს. „ჩელსი“ ამ წაგების შემდეგ ჯგუფში ჩარჩა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage