„კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა“ - დე ლა ფუენტემ იამალზე ისაუბრა
ლამინ იამალს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი ოფში შედეგიანი მოქმედებით ჯერჯერობით თავი არ გამოუჩენია - ავსტრიასთან (3:0) მეთექვსმეტედფინალის მსგავსად, ესპანეთის ნაკრების 18 წლის ვარსკვლავმა პორტუგალიასთან (1:0) მერვედფინალიც გოლისა და საგოლე პასის გარეშე დატოვა, რის გამოც კრიტიკოსები მოუმრავლდნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, „ფურია როხას“ მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე ახალგაზრდა შეგირდის ასპარეზობით უზომოდ კმაყოფილი დარჩა, რაც მისი კომენტარიდანაც კარგად ჩანს.
რას ამბობს დე ლა ფუენტე
ლამინ იამალმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ეს მატჩი მისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ. ნუნუ მენდეშის ტრავმა იმ ზეწოლის შედეგია, რასაც მასზე ლამინი ახორციელებდა. ის არამხოლოდ მენდეშში, არამედ ყველა მოწინააღმდეგეში შიშს ნერგავს. ესპანეთის ნაკრებიც და იამალიც ტურნირის მიმდინარეობისას სრულყოფას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პლანეტის პირველობაზე გამართულ 5 შეხვედრაში ლამინ იამალის ანგარიშზე 1 გოლია, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე საუდის არაბეთის ნაკრების კარში გაიტანა, ხოლო ავსტრიასთან მერვედფინალში ის მატჩის MVP-ის პრიზის მფლობელი გახდა.