Aa Aa
26 სექტემბერი 2021  |  22:02

რომში დრამატული დერბი შედგა - ლაციომ რომა დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს მე-6 ტურში გულშემატკივარმა რომაული დერბი იხილა, რომელიც უხვგოლიანი გამოვიდა და ლაციოს გამარჯვებით, ანგარიშით - 3-2 დასრულდა.

19 წუთში ლაციომ სრული უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს 2-ბურთიანი სხვაობით, მილინკოვიჩ-სავიჩისა და პედროს გოლებით უგებდა, თუმცა რომამ ერთი ბურთი როჟერ იბანიესის გოლით გაქვითა.

მეორე ტაიმში, 63-ე წუთზე, რომას კარი მესამედ ანდერსონმა აიღო, რასაც დაახლოებით 5 წუთში ჯორდან ვერეტუს გოლი მოჰყვა (3-2).

აღნიშნულის შემდეგ, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

სატურნირო მდგომარეობა

იტალიის სერია ა-ს გასული, 6 ტურის შემდეგ, რომას 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში  მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო ლაციო 11 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

ევროტურნირების შემდეგ, მომდევნო ტურში, ლაციო ბოლონიას 3 ოქტომბერს ესტუმრება, ხოლო ამავე დღეს რომა ემპოლის მიიღებს.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს  - საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში