ზაგრების საერთაშორისო ტურნირი | ლუკა მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
Aa
Aa

ზაგრების საერთაშორისო ტურნირი | ლუკა მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ხორვატიაში სტარტი საერთაშორისო ტურნირმა აიღო, სადაც  გულშემატკივარს საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტების ხილვის საშუალება ჰქონდა.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დელეგაცია 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 4 სპორტსმენით ასპარეზობდა, მათ შორის ლუკა მაისურაძე, 90-კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომელიც ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელ მამადალი მეჰდიევს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, იპონით დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ლუკა 81-კილოგრამ წონით კატეგორიას წარმაოდგენდა და 90-კილოგრამი მისთვის სიახლეა, რასაც ვერ ვიტყვით მის 28 წლის მეტოქეზე.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე ტრიუმფით დასრულდა ტატო გრიგალაშვილისთვის, რომელიც 81-კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში  ბრაზილიელ გილერმე შმიდტს დაუპირისპირდა. ქართველმა სამხრეთამერიკელი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

შესაბამისად, საქართველოს ანგარიშზე 1 ოქროს და 1 ვერცლის მედალია.

საქართველოს შემადგენლობა

73 კგ | ჯუმბერ მელაძე

81 კგ | ტატო გრიგალაშვილი

81 კგ | ზაურ დვალიშვილი

90 კგ | ლუკა მაისურაძე

საინტერესოა, რომ აღნიშნულ ტურნირზე საქართველო მონაწილეობას არ გეგმავდა, შესაბამისად, განაცხადში ძირითადი შემადგენლობა არ იყო, 2 სპორტსმენი კი დებიუტანტი გახლდათ - 18 წლის მელაძე და 19 წლის - დვალიშვილი.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები