''მე მათზე ბევრად უკეთესი ვარ'' - ჭიკაძემ დანა უაითს მიმართა
Aa
Aa

''მე მათზე ბევრად უკეთესი ვარ'' - ჭიკაძემ დანა უაითს მიმართა

UFC-ის მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ მისი დივიზიონის გამორჩეულ წევრებზე, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და არგენტინელ ბრაიან ორტეგასთან დაკავშირებით Twitter-ში დაწერა. ქართველმა UFC-ის მმართველებს მიმართა, რომ ის მათზე უკეთესი მებრძოლია.

''ჯანდაბა, ძმაო ! მე ამ ბიჭებზე ბევრად უკეთესი მებრძოლი ვარ''.

ჭიკაძემ პოსტზე UFC-ის მმართველები დანა უაითი, სინ შელბი და ალი აბდელაზიზი მონიშნა. აბდელაზაზიმა ჭიკაძის პოსტი საკუთარ კედელზე გააზიარა.

დღეს ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ მძიმე ბრძოლაში ბრაიან ორტეგა დაამარცხა, 5-რაუნდიანი დაპირისპირება ავსტრალიელის გამარჯვებით დასრულდა, მან ტიტულის დაცვა მეორედ შეძლო. ჭიკაძემ თავის პოსტში სწორედ ვოლკანოვსკი და ორტეგა იგულისხმა.

შეგახსენებთ, გიგა ჭიკაძემ კარიერაში მე-14 გამარჯვება ედსონ ბარბოზასთან მოიპოვა. „ნინძას“ UFC-ში 7-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-8 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები