დვალიშვილი:
Aa
Aa

დვალიშვილი: "მე და ალჯო ერთმანეთს არასდროს დავუპირისპირდებით"

UFC-ში ზედიზედ მე-7 ბრძოლის მოგების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა პრესასთან სასაუბროდ მოიცალა და სიანტერესო განცხადებებიც გააკეთა.

მერაბმა დივიზიონის ჩემპიონზე და მის ძალიან კარგ მეგობარზ ალჯამეინ სტერლინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას არასდროს შეებრძოლება:

"მე არასოდეს შევებრძოლები სტერლინგს. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და არ ვაპირებთ ერთმანეთთან ბრძოლას. მე მჯერა, რომ ის დაიცავს ქამარს და დარჩება ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში. მე უნდა მოვიგო რამდენიმე ბრძოლა, რათა ტიტულისთვის ვიბრძოლო, მაგრამ რაღაცას მოვიფიქრებთ, თუ იქ აღმოვჩნდები. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ჩვენ არასოდეს ვიჩხუბებთ. მე და ალჯო ერთმანეთს არასდროს დავუპირისპირდებით.

ვფიქრობ, მომდევნო მეტოქე ტოპ ხუთიდან იქნება ან ვინმე დიდი სახელით. ნებისმიერ შემთხვევაში ვიცი, რომ ჩემი მეტოქე დიდი სახელის მქონე მებრძოლი იქნება, რადგან UFC-ის ტოპ 15-ში ყველა ასეთია. ღმერთო ჩემო, მე უნდა ვივარჯიშო, რადგან ისინი ძალიან სახიფათოდ გამოიყურებიან. ამიტომ უფრო მეტად უნდა მოვინდომო. ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, მე მზად ვარ".

- თქვა დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში მერაბი მორაეშთან მარცხს გადაურჩა, როცა მორაეში ნოკაუტით მოგებასთან ახლოს იყო. ამის შემდეგ დვალიშვილმა ბრძოლაში დაბრუნება შეძლო, მეტოქე პარტერში გადაიყვანა, რაც მეორე რაუნდში უკეთ გამოიყენა და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწია.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები