Aa Aa
25 სექტემბერი 2021  |  00:23

Crystalbet ეროვნული ლიგა - 26-ე ტურის 4 მატჩი - VIDEO

24 სექტემბერს Crystalbet ეროვნულ ლიგაში 26-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

ბათუმის „დინამომ“ საკუთარ კედლებში „სამგურალს“ უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა.

სტუმრებმა გია გეგუჩაძის გუნდს პირველი ტაიმის ბოლომდე გაუძლეს, თუმცა 44-ე წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ, მასპინძლებს გამარჯვების მოპოვება აღარ გასჭირვებიათ და ცხრამეტ წუთიან ინტერვალში სამი ბურთი გაიტანეს.


თბილისში „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5:1 მოიგო.

მე-17 წუთზე მასპინძლები მარუშიჩის გოლით იგებდნენ. 22-ზე კი გიორგი არაბიძემ ლამაზი გოლით წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმის სტარტზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. არბიტრმა მოედნიდან მჭედლიშვილი გააძევა, რის შემდეგაც „დინამოს“ გამარჯვების მოპოვება აღარ გასჭირვებია.


რაც შეეხება დარჩენილ ორ შეხვედრას. „ლოკომოტივმა“ „ტორპედოს“ სტუმრად სიხარულიძის გოლით 1:0 მოუგო.

 

კახა ჩხეტიანი - ტორპედოს მთავარი მწვრთნელი

 

 

გია ჭიაბრიშვილი - ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი

 

 

ირაკლი სიხარულიძე - ლოკომოტივი

 

გორის „დილამ“ მოსიაშვილისა და კამარას გოლებით სტუმრად „თელავს“ 2:0 მოუგო.

 

ცოტნე მოსიაშვილი - გორის დილა

 

 

გიორგი მიქაძე - თელავის მთავარი მწვრთნელი

 

 

ანდრეი დემჩენკო - გორის დილას მთავარი მწვრთნელი

 

კახა ცხადაძე - თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი

გიორგი მოისწრაფიშვილი - თბილისის დინამოს ფეხბურთელი

სატურნირო ცხრილს ამ მომენტისთვის 56 ქულით ბათუმის „დინამო“ ლიდერობს, რომელსაც 51 ქულით თბილისის „დინამო“ მისდევს.

ფოტომასალა - FC Dinamo Tbilisi

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში