აზრი ორად გაიყო - ლათინოამერიკული
Aa
Aa

აზრი ორად გაიყო - ლათინოამერიკული "კლანი" ნავასის მხარეს არის

ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში თავისი ამჟამინდელი სიტუაციით უკმაყოფილოა.

Corriere della Sera წერს, რომ იტალიელი კეილორ ნავასთან რთულ კონკურენციას ელოდა, მაგრამ არ ეგონა, რომ სათადარიგოთა სკამზე ის ამდენ მატჩს ჩაატარებდა.

ეს სიტუაცია დონარუმას აგენტის მინო რაიოლასთვისაც გაუგებარია, რომელიც სეზონის დაწყების წინ გადაჭრით ამბობდა, რომ იტალიელი პარიზელთა პირველი მეკარე იქნებოდა.

წყარო აღნიშნავს, რომ მაურისიო პოჩეტინოს დონარუმას სასტარტოში დაყენება უჭირს, რადგან გუნდში მოთამაში ლათინოამერიკელი ფეხბურთელები მხარს კეილორ ნავასს უჭერენ. საუბარია მესის, ნეიმარის, დი მარიას, მარკინიოსისა და ლეანდრო პარედესის შესახებ.

პოჩეტინოს ასეთ რთულ სიტუაციაში აღმოჩენა არ სურდა. აღსანიშნავია, რომ დონარუმას გაფორმების გადაწყვეტილება პირადად კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მიიღო. მას ამ შანსის ხელიდან გაშვება არ სურდა.

"კეილორ ნავასი დიდებული მეკარეა და პატივს ვცემ, მაგრამ აქ სათამაშოდ ვარ ჩამოსული. ძირითად შემადგენლობაში თავის დასამკვიდრებლად ყველაფერს გავაკეთებ. სირთულეების გადასალახად მზად ვარ. ვფიქრობ, პრობლემები არ შეგვექმნება. მე და კეილორი მეგობრები ვართ და ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია.“

- ამბობდა დონარუმა ტრანსფერის შემდეგ.

სეზონის დაწყების შემდეგ, დონარუმამ 9 მატჩიდან მხოლოდ ორში მიიღო მონაწილეობა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები