Aa Aa
24 სექტემბერი 2021  |  16:25

ჩაკვეტაძე: ''შესანიშნავი საღამო იყო, პატარა ბავშვივით ბედნიერი ვიყავი''

ბელგიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში ''ანდერლეხტმა'' საკუთარ კედლებში ''გენტი'' მიიღო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 22 წლის ქართველი შემტევი 66-ე წუთზე შეცვალეს, როცა მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

''გენტის'' სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა, რაც 2020 წლის 11 სექტემბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. მას გასული სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, ხოლო მიმდინარე სეზონში მეორე ტაიმში ერთვებოდა ხოლმე თამაშში და ჰაინ ვანჰაზებრუკმა პირველად სასტარტო თერთმეტეულში ''ანდერლეხტთან'' ათამაშა.

ბელგიურმა კლუბმა ჩაკვეტაძის კომენტარი გამოაქვეყნა.

''რა თქმა უნდა მოედანზე გამოსვლისას ემოციური ვიყავი. ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც სასტარტოში არ მითამაშია. პატარა ბავშვივით ბედნიერი და აღტაცებული ვიყავი. მადლობა ქომაგებს, მათ ყოველთვის ვახსოვდი, არ მივიწყებდნენ. მიყვარს, როცა ჩემს სახელს მღერიან. ეს იყო შესანიშნავი საღამო''.

შეგახსენებთ,მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ ''გენტის'' რიგებში 7 მატჩი ჩაატარა (ბელგიის ჩემპიონატი - 4 შეხვედრა, კონფერენს ლიგა - 3 შეხვედრა). მას სათამაშო დროს ეტაპობრივად უზრდიან, რაც ფორმაში შესვლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage